ლია სულუაშვილი ,,საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლისათვის” დაჯილდოვდა. მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს პრემია საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმმა 14 იანვარს – ქართული თეატრის დღეს გადასცა.
კონკურსი ჭიათურის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. ,,წლის საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლის” ტიტული ლია სულუაშვილს, რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლში სახელწოდებით ,,მშვიდი ღამე” დედის როლის შესრულებისათვის მიენიჭა.