ბაკურიანში ,,ყინულის ქანდაკებების ფესტივალის“ დასკვნითი საღამო გაიმართა. 15–მა ვეტერანმა მოქანდაკემ საკუთარი ნამუშევარი წარმოადგინა. თითოეული ქანდაკება ,,მშვიდობის“ თემატიკას ატარებდა. ავტორებმა მათი შექნისათვის მუშაობა 2 იანვარს დაიწყეს და ძველით ახალი წლის ღამეს დაასრულეს. ,,ყინულის ქანდაკებების“ ფესტივალი ბაკურიანში წელს პირველად აღინიშნა.
მას ორგანიზაერბა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გაუწია. ეს იყო პირველი ფესტივალი, სადაც გამარჯვებული არ გამოვლინდა და სიმბოლური საჩუქარი ყველა მონაწილემ მიიღო. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კონცერტი გაიმართა, სადაც ადგილობრივებისა და დამსვენებლებისათვის დედაქალაქიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა ჯგუფმა, ,,ბანმა“ იმღერა. აღნიშნულ ფესტივალს საფუძველი 1999 წელს ჩეყარა. მას შემდეგ იგი ყოველწლიურად გუდაურში აღინიშნებოდა.