,,ტალიტა კუმში“ საშობაო–საახალწლო ზეიმი მოეწყო. შშმ პირებმა მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს მინი სპექტაკლი შესთავაზეს. არტ–თერაპიისა და არტ–მუსიკის პედაგოგებთან ერთად კი აუდიტორიას წლის განმავლობაში შესწავლილი სიმღერები და ცეკვები წარმოუდგინეს.
ბენეფიციარებისათვის სასიმღერო და საცეკვაო ნომრები შეასრულეს ახალციხის მრევლის პატარა წევრებმაც. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს სიმბოლურად სანტა კლაუსი, იგივე წმინდა ნიკოლოზი ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.
,,ტალიტა კუმი“ კათოლიკურ ეკლესიასთან არსებული შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრია. იგი ახალციხეში 6 წელია ფუნქციონირებს. აქ 15– მდე შშმ პირი ყოველდღიურ რეაბილიტაციას გადის. ცენტრში ისინი სხვადასხვა ხელსაქმეს სწავლობენ და დეკორაციულ ნივთებს ამზადებენ. იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც სახლიდან გასვლის შესაძლებლობა არ აქვთ, არტ–თერაპიის პედაგოგები სახლში აკითხავენ.