პორტრეტები, ქალაქის ხედები, აბსტრაქტული ნახატები, რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი სიუჟეტები – ახალციხეში ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. სომეხი მხატვრების მიერ აბსტრაქტიზმში, რეალიზმში, სურეალიზმნში, პრიმიტივიზმში შესრულებული ნიმუშები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამოიფინა. იგი ქალაქ ეჩმიაძინს მიეძღვნა.
21 ცნობილი ავტორის 40–მდე ნამუშევარი დღეს სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებმა, ადგილობრივებმა და ახალციხის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება ორი ერის დაახლოებას ხელს შეუწყობს. სამომავლოდ კი, ახალციხელობის დღესასწაულზე იგეგმება ქალაქ ეჩმიაძინის მერის მოწვევაც.
აღნიშნული გამოფენა მაისის თვეში საფრანგეთის დედაქალაქშიც გაიმართა.