ვარძიის სამონასტრო კომპლექსში, ხანძრის შედეგად დაზიანებულ ფრესკებზე, სპეციალისტები მუშაობენ. ამ დროისთვის, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
კედლის მხატვრობის რესტავრატორები, ჭვარტლით დაფარული ფრესკების გასუფთავებას ცდილობენ. სპეციალისტების ვარაუდით, აღნიშნული სამუშაოები ერთ თვეს გასტანს. კონსევაცია კი სავარაუდოდ, გაზაფხულიდან დაიწყება.
ხანძარი ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში პირველ ნოემბერს გვიან ღამით გაჩნდა. ჩუმი წვა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცეცხლი ტაძრის გაღების შემდეგ აალდა და მე–12 საუკუნის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა. გამურულია თამარ მეფის უნიკალური ფრესკაც.