ადიგენი ზარზმობისთვის ემზადება. დღესასწაული სოფელ ზარზმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში 10:00 საათზე წირვით დაიწყება.
ფოტოს ავტორი : ივანე გოლიაძესადღესასწაულო წირვის შემდეგ, ამ დღის აღნიშვნა 12:00 საათზე, სოფლის შესასვლელში კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდება. მასში მონაწილეობას ინდივიდუალური შემსრულებლები, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლები მიიღებენ. ღონისძიებაში ჩაერთვება “ერისიონთან“ არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “მომავალი”. ასევე, გაიმართება ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა.
ადიგენის გამგეობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან პირველი პირები, როგორც ცენტრალური უწყებებიდან, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციიდან და რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან.
წელს დღესასწაულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 900 ლარამდე დაიხარჯება.
“ზარზმობა” სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 11 ნოემბერს, საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში გრანდიოზულად აღინიშნება.
თიკო კურტანიძე