კახი კავსაძე დაკრძალეს
კახი კავსაძე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენეს. საზოგადოებამ მსახიობი ტაშით გააცილა.
ოჯახის გადაწყვეტილებით, კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის ეროვნულ თეატრში 3 დღე მიმდინარეობდა.
სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრიემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის და ოპოზიციური პარტიის წევრები. რუსთაველის ეროვნულ თეატრში მივიდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.