კულტურა
მესხეთის თეატრში ვაჟა აზარაშვილის საიუბულეო საღამო გაიმართა
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ახალციხის საპატიო მოქალაქის, საქართველოს სახალხო არტისტის, შ. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, პროფესორისა და კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ვაჟა აზარაშვილს საპატიო ახალციხელის წოდება 2013 წელს მიენიჭა.
კომპოზიტორმა, მეგობრებთან ირმა სოხაძესთან და ზურაბ კობეშავიძესთან ერთად, ახალციხელი მსმენელისთვის ყველასთვის საყვარელი და ცნობილი სიმღერები შეასრულა.
კონცერტის დასასრულს ვაჟა აზარაშვილს სამხარეო ადმინისტრაციისგან და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა ხანგრძლივი, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
გააზიარეთ :