ბექა ჯაყელის ძეგლისათვის წარმოდგენილი ყველა საკონკურსო ნამუშევარი კომისიამ დაიწუნა. ქალაქ ახალციხის მერის განმარტებით, სამცხის მმართველისა და პირველი სამართლის წიგნის ავტორის, ბექა პირველის ძეგლისათვის ტენდერი კიდევ ერთხელ, უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რადგან კონკურსის შედეგად წარმოდგენილმა, 4 ავტორის ნამუშევარმა, საკონკურსო პირობები ვერ დააკმაყოფილა.
ბექა პირველი ჯაყელი სამცხეს 1285-1306 წლებში მართავდა, მისი
ძეგლის რაბათის ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე დადგმა ახალციხის
მერის იდეაა. მის განსახორციელებლად ტენდერი 150 000 ლარის ფარგლებში
გამოცხადდა. საპროექტო სამუშოებისთვის 30 000, ხოლო ძეგლის
შექმნისთვის 120 000 ლარი დაიხარჯება.
იდეის ავტორი ამბობს, რომ ძეგლი ქართული სულის მატარებელი უნდა იყოს,
იგი ქართულივე ორნამებტებითა და ჩუქურთმებით უნდა გაფორმდეს და ქვაში
შესრულდეს. სწორედ ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო დაიწუნა
საკონკურსო კომისამ წარმოდგენილი ნამუშევრები. აღნიშნულ კომისაში
დახლოებით 27 ადამინი შედის. მათ შორის ისტორიკოსები: ციური ლაფაჩი და
რომან გოგოლაური, მხატვრები ლელა ფერაძე და ნანა ყორანაშვილი ,
კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი თეონა ჯაყელი, ასევე ჯაყელთა
გვარის წარმომადგენლები: თინა და ომარ ჯაყელები, კომისიის
შემადგენლობაში იმყოფებიან მერიისა და საკრებულოს წევრებიც.