ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გიორგი ზედგინიძის წიგნის „ჯავახური ლექსიკის“ პრეზენტაცია მოეწყო. მასში 28 ათასამდე სიტყვაა შესული.
ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, სახალხო მთქმელები და უბრალო მოქალაქეები დაესწრნენ. ჯავახური ლექსიკის დიალექტის შეგროვება გიორგი ზედგინიძემ 17 წლის ასაკში დაიწყო. იგი არაერთი რომანის, დრამისა და პატრიოტულ მოტივზე დაწერილი ლექსის ავტორია. ჩატარებული აქვს ისტორიული და ეთნოგრაფიული კვლევევბი. 1984 წელს მესხეთის სახლემწიფო თეატრში მისი ერთ–ერთი დრამაც დაიდგა. პროფესიით ფილოლოგის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წიგნის გამოცემა გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ მოხერხდა.
წიგნი გიორგი ზედგინიძის შვილის ვლადიმერ ზედგინიძის ინიციატივიტა და ხელშეწყობით გამოიცა.