ბაკურიანში, ადგილობრივები და დამსვენებლები საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვენ. მოსახლეობა წუხს, რომ დაბაში ფეკალური მასა გზაზე ღიად მოედინება.
თვითმმართველობაში ამბობენ, რომ საკითხის გადაჭრა მათი ვალდებულება
არ არის, ადგილობრივები კი ირწმუნებიან, რომ პრობლემა იმდენად
სერიოზულია, საკუთარი ძალებით ვერ მოაგვარებენ.
უბანი, სადაც საკანალიზაციო სისტემის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ,
დაბის ცენტრში მდებარეობს. რუსთაველის ქუჩაზე, ფეკალური მასის სუნით
შეწუხებული დამსვენებლები, წლების მანძილზე არსებული პრობლემის
მოგვარებას ითხოვენ.
რუსთაველის ქუჩის პრობლემას, საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანია გამოეხმაურა. ბაკურიანის სერვის–ცენტრის
მენეჯერის თქმით, ქუჩაზე კანალიზაციის ცენტრალური მილი ახალი
შეცვლილია. პრობლემას რამდენიმე ოჯახის შიდა ქსელი წარმოადგენს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბაკურიანის
სერვის–ცენტრის მენეჯერი ამბობს, რომ რამდენიმეწლიან პრობლემას სამი
დღის შემდეგ, მარტივად გადაჭრიან. ამისთვის მხოლოდ ტექნიკური
სამუშაოებია ჩასატარებელი. რუსთაველის ქუჩის მოსახლეობა, მათთან
კომპანიის თანამშრომლების გამოჩენას ელიან.