18 მაისს, ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნას ახალციხელებიც შეუერთდებიან
18 მაისს, საზოგადოების მიერ თვითორგანიზებული საქართველოს ეროვნული სამოსის დღეს ახალციხიელებიც შეუერთდებიან.
ხალხური ცეკვის ანსამბლები ახალციხის ციხეზე ეროვნულ სამოსში ფოტოებს გადაიღებენ და ისტორიას გააცოცხლებენ.
საქართველოში ეროვნული სამოსის დღე წელს მეორედ აღინიშნება. ღონისძიებები საქართველოს 25 და სხვადასხვა ქვეყნის 12-მდე ქალაქში გაიმართება.
ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გასულ წელსაც შეიკრიბნენ და საინიციატივო ჯგუფის იდეას – საქართველოში, 18 მაისი, ეროვნული სამოსის დღედ დაწესდეს – მხარი დაუჭირეს