დათო ტურაშვილი ზანავსა და გოგაშენში მოსახლეობას შეხვდება
ცნობილი ქართველი მწერალი, დავით ტურაშვილი და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, 23-24 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სოფლებში - ზანავსა (ადიგენი) და გოგაშენში (ახალქალაქში) ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია საუბრები გაიმართება შემდეგ საკთხებზე: დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, რა ღირებულებები გვაერთიანებს ქართველებს და ევროპელებს და ა.შ.
შეხვედრებზე ასევე განიხილავენ იმ მითებსა და დეზინფორმაციას, რაც საქართველოში ანტიდასავლური განწყობების შესაქმნელად ვრცელდება.
ამას გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობას საკუთარ საქმიანობას გააცნობენ და მათი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საკითხზე გაუწევენ კონსულტაციას.
შეხვედრები გაიმართება არაფორმალურ გარემოში, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და სტუმრებთან ერთდ განიხილონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხები.
შეხვედრები ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
შეხვედრების განრიგი:
23 სექტემბერი, შაბათი
18:00 სთ - შეხვედრა სოფ. ზანავში (სპორტულ დარბაზში)
24 სექტემბერი, კვირა
16:00 სთ - შეხვედრა სოფ. გოგაშენი (სკოლის ეზო)