ლიკა ქავჟარაძე სახლში გარდაცვლილი იპოვნეს
11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ცნობილი კინომსახიობი ლიკა ქავჟარაძე. სიკვდილის მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებენ. ქავჟარაძემ სახელი გაითქვა მარიტას როლის შესრულებით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმში "ნატვრის ხე".
მას ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში "პეპელა" (1977), "" (1982), "ოჯახი" (1985) და სხვა.
მონაწილეობდა ფილმებში:
Die Kavkasische Nacht (Lიტ, 1998)
მხოლოდ ერთხელ (1994)
ჩაკლული სული (ნატო წერეთელი) (1994)
ოქროს ობობა (ელა) (1992)
სპირალი (ლია რამიშვილი) (1990)
ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად) (ლალი) (1988)
ჭიდაობას რა უნდა (გიული) (1986)
ოჯახი (1985)
დემეტრე თავდადებული (დედოფალი ნანა) (1982)
მუდმივი მეგობარი (შეხვედრამდე მეგობარო...) (1980)
დიუმა კავკასიაში (რუს., 1979)
სათადარიგო ბორბალი (1978)
პეპელა (გოგონა) (1977)
ნატვრის ხე (მარიტა) (1976)
კავკასიური რომანსი (მარჯანი) (1975)
სიყვარული, ივერია და... (1975)
მშვენიერი კოსტიუმი (ელისო) (1973)
ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით. 1972 წლიდან მიიწვიეს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი — ლევან თაქთაქიშვილი (პირველი ქორწინებიდან).
გარდაიცვალა 2017 წლის 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში.