1 გრანპრი და 8 პირველი ადგილი – სტუდია ,,პალიტრა"–ს წარმატება
14:17 / 07.12.2017
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გოგი ცაბაძის სახელობის საესტრადო სიმღერების კონკურსში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.
ესთეტიკური ცენტრის მიერ საქართველოში ყოველწლიურად ტარდება გოგი ცაბაძის სახელობის საესტრადო სიმღერების კონკურსი, რომელშიც ახალციხის N5 საჯარო სკოლის ხელოვნების სტუდია "პალიტრას" მოსწავლეები მონაწილეობენ.
წლევანდელ კონკურსში "პალიტრამ", რომლის ხელმძღვანელია მარინა მჭედლიძე, წარმატებით წარმოაჩინა თავისი შემოქმედება და კიდევ ერთხელ მოიპოვა წარმატება. ხელოვნების სტუდიის მოსწავლეები ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსში რვა პირველი და ხუთი მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ. ასევე ერთი გრანპრი და ექვსი პირველი ადგილი მოიპოვეს.
"ძალიან მიხარია, რომ მყავს ბევრი წარმატებული მოსწავლე და უზომოდ თავდადებული მშობლები. ისინი ირჯებიან, რომ თავიანთი შვილები აზიარონ ხელოვნების ამ ულამაზეს დარგს - მუსიკას და განაცდევინონ ის დიდი სიხარული, რომლის მოტანაც მუსიკას შეუძლია. რამდენადაც დიდხანს იქნებით მუსიკასთან, იმდენად ბევრი სიხარული გელოდებათ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გეფერებით," - ასე მიმართა თავის საყვარელ და ნიჭიერ მომღერლებს სტუდიის ხელმძღვანელმა მარინა მჭედლიძემ.
ახალციხის N5 საჯარო სკოლა ულოცავს "პალიტრას" ხელმძღვანელს და მის მოსწავლეებს გამარჯვებას და შემდეგშიც დიდ წარმატებებს უსურვებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.