კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა აწყურის ციხე და ტაძარი მოინახულეს. მიხეილ გიორგაძემ და ნიკოლოზ ანთიძემ, ტაძრის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერეს.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებები.
არქეოლოგიურ გათხრებს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს. აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.
წელსვე იგეგმება აწყურის ციხის ჩამოშლილი სამხრეთ კედლის გაწმენდითი სამუშაოები. სპეციალურად მონტაჟდება საბაგირო, რომლის საშუალებითაც კედლიდან ჩამონგრეულ ქვებს ჩამოიტანენ და გაწმენდის შემდეგ პირვანდელ ადგილს დაუბრუნებენ.