ირმა მაღრაძე, კენკროვანი კულტურების უხვ მოსავალს ელის. როგორც თავად ამბობს, მომხმარებლისთვის მწიფე მარწყვის მიწოდებას, ორ კვირაში შეძლებს. ფერმერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში ცხოვრობს და კენკროვანი კულტურებით 2013 წლიდან დაინტერესდა. საქმიანობა მცირე ფართობზე დაიწყო და ახლა უკვე 50 მეასედზე გაშენებულ პლანტაციას უვლის.
ირმა მაღრაძეს ეკონომიკურად 2008 წლის ომის შემდეგ გაუჭირდა, როცა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიჭვისა და ნაძვის ხეები გადაიწვა. შემდეგ წლებში, ტყის მასივის არარსებობის გამო, სოფელში დამსვენებელი აღარ ჩადიოდა. მან გამოსავალი კენკროვანი კულტურების მოყვანაში ნახა.