ნიკოლოზ ანთიძე: ,,ეს ის ფენომენია, რომელიც ,,ქართველ ებრაელს" გულისხმობს"
ქართულ-ებრაულ 26-საუკუნოვან ურთიერთობის ტრადიციას, 28 მარტს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა,
– ამის შესახებ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
სამართლებრივ აქტში გაცემულია ბრძანება, რომ მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიცია“.
,,ამ ფაქტს უდიდესი მნიშველობა აქვს. პირველ რიგში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება რაღაცისთვის ნიშნავს მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის აღიარებას. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელვანია, ქართულ–ებრაული ურთიერთობისთვის ამ სტატუსის მინიჭება არის ტოლერანტობის მთავარი გამოვლინება, რაც საქართველოს ყოველთვის ახასიათებდა და ახასიათებს. მეორე – ეს ის ფენომენია, რომელიც “ქართველ ებრაელს” გულისხმობს. შეიძლება ითქვას, რომ სხვა არც ერთ ერს არ გააჩნია მსგავსი მიდგომა და მსგავსი ფენომენები, რომლებიც ქართველებს ებრაელებთან მიმართებაში აქვთ.
ქართულ–ებრაული ურთიერთობა 26 საუკუნეს ითვლის და საქართველოში ანტისემიტზმის არანაირი გამოვლინება არ ყოფილა და ამას დღესაც ვაგრძელებთ. ისინი იმდენად იყვნენ ისტორიულად შესისხლხორცებულნი, რომ ქართველ ებრაელებს სახელმწიფოს მხრიდან დეკლარირებული უფლება ჰქონდათ ჰყოლოდათ ქრისტიანი ყრმები.
ამ ყველაფრის ერთიანობა ქმნის იმ უნიკალურ ტრადიციას, რომელსაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიეჭა. მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშველოვანი ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ჩვენ ამით გვსურს დავნახოთ მსოფლიოს, რომ არსებობს ისეთი ურთიერთობები და ტრადიციები, რომლებიც ტოლერანტობისა და მშვიდობის წინაპირობაა. ამასთან ერთად, ჩვენ ვფიქრობთ ამ მემკვიდრეობის იუნესკოში წარდგენაზეც ” - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.
არსებობს ვარაუდი, რომ ებრაელები საქართველოში უფრო ადრე, ძვ. წ. X–VIII საუკუნეში დასახლდნენ, ხოლო ნაბუქოდონოსორისგან დევნილები მათ შეუერთდნენ.