შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა ახალციხეში, რაბათის ციხეზე კონცერტი გამართა.
ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.
ორკესტრის მოსასმენად სამხედრო მოსამსახურეები და ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ბენდმა ცნობილი უცხოური კომპოზიციები შეასრულა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყება ჯარის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა სახის ღონისძიებას მართავს.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.