ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ვიზიტისთვის ემზადება
ოფიციალური ერევანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტზე მუშაობს.
ამის შესახებ ფაშინიანმა „სპუტნიკს“ განუცხადა.
„საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ. ახლა ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. როგორც კი ჩვენ ვადებზე შევთანხმდებით, მე აუცილებლად გაცნობებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც მხარეები უახლოეს დროში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეზე სომეხი კოლეგა არმენ სარქისიანი დაპატიჟა.