მისი განცხადებით, 2011 და 2012 წლებში კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახო ვალდებულებები, რასაც მისი გუნდი შეცვლის.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახო ვალდებულებები.
აქედან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვანი იდეის გათვალისწინებით, რომ გვსურს, ეკონომიკაში თითოეული აქტივი მონაწილეობდეს სრულფასოვნად, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის პირელ იანვრამდე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 36 ათას გადამხდელს შეეხება.
მან ასევე აღნიშნა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნება, რომელიც წლის დასაწყისში დაანონსდა, განხორციელდება.
„დღგ-ის დაბრუნება იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული კომპონენტი და მე ამ შეფასებაში ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად რბილი. ეს იყო ერთ-ერთი რთული კომპონენტი ბიზნესსა და სახელმწიფოს ურთიერთობას შორის. ჩვენ ბოლო თვეებმა გვაჩვენა, რომ ჩვენმა ინიციატივამ დღგ-ს დაჩქარებული წესით დაბრუნების შესახებ, მოგვცა კონკრეტული შედეგები,“ - განაცხადა ბახტაძემ.
მიის თქმით, ამის ფონზე მილიარდ ნახევარზე მეტის დაბრუნება მოხდება უახლოეს მომავალში.
მინისტრთა შემადგენლობას პარლამენტში დაჩქარებული წესით უსმენენ. მთავრობის პროგრამის განხილვა დეპუტატებმა, რეკორდულად მოკლე დროში ერთ დღეში უნდა მოასწრონ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.