პოლიტიკა
მმართველი გუნდი: ,,ყველა ვალდებულია,რომ შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს"
"51 მილიონზე თვალი დავხუჭოთ იმიტომ რომ მის მეპატრონეს აქვს მედიასაშუალება ეს არასწორად მიმაჩნია“ - მმართველი გუნდი "იბერიას" ხელმძღვანელობას შანტაჟში ადანაშაულებს.

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ „ომეგა“ ჯგუფი სახელმწიფოს ტელეკომპანიის გამოყენებით აშანტაჟებს.

„მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში ბიზნეს ინტერესების დაცვა ხდება მედიის თავისუფლების, როგორც ღირებულებების ზურგს უკან. რაც არ მგონია სწორი იყოს, რადგან ხელისუფლება მაქსიმალურად იცავს მედიის თავისუფლებას.

რაც შეეხება დავალიანებას, ჩვენ ასევე საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც არ უნდა იყოს, ფლობს ის მედია საშუალებას თუ არ ფლობს, თუ მას აქვს დავალიანება მან ეს უნდა გადაიხადოს.

51 მილიონი ცოტა თანხა ნამდვილად არ არის, ის აუცილებლად უნდა მოხმარდეს ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის ეს იქნება პენსია, თავდაცვა, პოლიცია თუ ასე შემდეგ, ისე რომ ცალმხრივად დავტოვოთ საკითხი და 51 მილიონზე თვალი დავხუჭოთ იმიტომ რომ მის მეპატრონეს აქვს მედიასაშუალება ეს არასწორად მიმაჩნია“
-ამბობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ არცერთი კომპანია არ გათავისუფლდება დავალიანებისგან. მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, არ შეიძლება მედია და მედიის თავისუფლება გამოყენებული იქნას ბიზნესის ფარად.

„ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, არსებობს ძალიან ბევრი გზა იმის, რომ თუკი რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს ამ კითხვის ნიშანს პასუხი უნდა გაეცეს და მეორე, ყველა ვალდებულია,რომ შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს,"-ამბობს დავით მათიკაშვილი.

წყარო: რუსთავი2
Print E-mail
Facebook Twitter

ამინდი
ახალციხე 19 °C
img
ახალქალაქი 17 °C
img
ასპინძა 22 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 19 °C
img
თბილისი 21 °C
img
აბასთუმანი 15 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 17 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1102
RUB
RUB
100
4.3044
TRY
TRY
1
0.4580
USD
USD
1
2.7802
AMD
AMD
1000
5.7897
კალენდარი
Facebook
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.