პოლიტიკა
პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„ავერსის“ კლინიკის დირექტორის დიმიტრი ჯორბენაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფია და ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა.


როგორც დიმიტრი ჯორბენაძემ განაცხადა, ყველა გამოკვლევა, რომელიც კლინიკაში ჩატარდა, დანიშნული იყო მერაბიშვილის პირადი ექიმის მიერ.

“რა მიზნით ჩატარდა კვლევა, ამ საკითხზე მე ვერ გიპასუხებთ, რადგან დამკვეთი ჩვენთვის იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. მან გადმოგვცა სია, თუ რა გამოკვლევები უნდა ჩაგვეტარებინა. გამოკვლევების შედეგები სასჯელაღსრულების უწყებას მაქსიმუმ ხვალ გადაეგზავნება”,
– განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი „ავერსში“ დილით შეიყვანეს, მან კლინიკა დაახლოებით ორ საათში დატოვა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის ჩატარებული გამოკვლევების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატების მორიგ განცხადებას პასუხობს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ივანე მერაბიშვილის დიაგნოზი მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ის თავად მსჯავრდებულის ადვოკატებმა გახადეს საჯარო და უფრო მეტიც, დაიწყეს როგორც პატიმრის ოჯახის, ასევე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მსჯავრდებულის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ივანე მერაბიშვილის ადვოკატებისა და მხარდამჭერების მიერ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები ზიანს აყენებს ისეთ სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც სრულიად აპოლიტიკურია და რომელსაც ათასობით პატიმრის ბედი აქვს მინდობილი.

შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ საჯაროდ აცხადებს, რომ განცხადება, თითქოს მსჯავრდებულს მკურნალობა არ უტარდება არის მიზანმიმართული სიცრუე, რომლის საპირისპიროდაც, მიზანშეწონილად ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია მერაბიშვილისთვის ჩატარებული მკურნალობის შესახებ.

იმედს გამოვთქვამთ, ამით წერტილი დაესმება პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობით პოლიტიკური მანიპულაციების მცდელობას.

მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ივანე მერაბიშვილმა პირველად მიმართა პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალს ჩივილებით: სუნთქვის გაძნელება, ტკივილი და წვა შუბლისა და ჰაიმორის წიაღის არეში, გამონადენი ცხვირის ღრუდან. ექიმის მიერ მიეცა რეკომენდაცია მედიკამენტური მკურნალობის თაობაზე პრეპარატებით – ნაზონექსი, კოკლავი სინუპრეტ – ფორტე. დაიგეგმა ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია და ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია.

6 აგვისტოს მსჯავრდებულს ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდა, მიეცა რეკომენდაცია – ცხვირის ღრუს დათვალიერება რინოსკოპით.

7 აგვისტოს გაკეთდა ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია. ასევე, ივანე მერაბიშვილს ნევროპათოლოგის კონსულტაცია გაეწია და დაესვა დიაგნოზი: სამწვერა ნერვის I, II ტოტების ირიტაცია. ამასთან, დაიგეგმა ოფთალმოლოგის კონსულტაცია. ნევროლოგის დანიშნულებით გაუგრძელდა მკურნალობა.

13 აგვისტოს მსჯავრდებულს ოფთალმოლოგის კონსულტაცია გაეწია და დაესვა დიაგნოზი: კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი; მიეცა დანიშნულება, რომელიც მიეწოდა 14 აგვისტოს.

მსჯავრდებული ივანე მერაბიშვილი, ოტო-რინო-ლარინგოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, გაყვანილ იქნა ” ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრი ჯაფარიძე – ქევანიშვილის კლინიკა”-ში, დამატებითი კონსულტაციისა და გამოკვლევების მიზნით, სადაც ჩაუტარდა ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევები. დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი და დაენიშნა მკურნალობა: ნაზონექსი 60 დღე, ნიქსარი 14დღე. მკურნალობა დაიწყო დროულად.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ოკულისტის რეკომენდაციის საფუძველზე, მსჯავრდებული ” ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში” დამატებითი კონსულტაციისა და გამოკვლევების მიზნით გადაიყვანეს. ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგად მას დაუდგინდა დიაგნოზი: ქრონიკული ბლეფარო-კონიუნქტივიტი და დაენიშნა მკურნალობა: ბლეფარეტეს ერთჯერადი თვალსაწმენდი – 1თვე; კეტოფტილი- 3კვირა; რონიკი- 2კვირა; მაქსიდექსის თვალის მალამო – 1თვე. დანიშნულება მიეწოდა დროულად.

29 აგვისტოს მსჯავრდებულს ჩაუტარდა თირკმლის და საშარდე გზების ექოსკოპიური კვლევა, რა დროსაც პათოლოგია არ დაფიქსირებულა.

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, პაციენტი განმეორებით კონსულტირებული იყო ოფთალმოლოგის მიერ, რომლის რეკომენდაციის საფუძველზეც, 12 სექტემბერს, იგი გადაყვანილ იქნა შპს „ნიუ ჰოსპიტალს”-ში, დამატებითი გამოკვლევებისა და კონსულტაციის მიზნით. აღნიშნულ კლინიკაში მას ჩაუტარდა: ნევროლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გულ-მკერდის რენტგენოგრაფია, თავის ტვინის, ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა. დაესვა დიაგნოზი: ნაწილობრივი ფტოზი, ბლეფარო-კონიუნქტივიტი, დაბალი ხარისხის მიოპია, ჰორნერის ნიშანი მარჯვნივ. სხვა რაიმე პათოლოგია, მათ შორის სიმსივნური, არ გამოვლენილა. მიეცა დანიშნულება ოფთამოლოგის მიერ, რომელსაც აგრძელებს დღემდე, გარდა ამისა, მიზანშეწონილად ჩაითვალა კისრის მიდამოს დაზოგვა და მიეცა რეკომენდაცია პერიოდულად კისრის ფიქსატორი საყელოს ტარება, რომელიც მსჯავრდებულს მიწოდებული აქვს.

14 სექტემბერს მსჯავრდებული კონსულტირებულ იქნა შპს ,,ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე – ქევანიშვილის კლინიკის“ ოტო-რინო-ლარინგოლოგის მიერ, რომელმაც დაადასტურა არსებული დიაგნოზი და გაუგრძელა დანიშნული მკურნალობა.

20 სექტემბერს კონსულტირებულ იქნა ნევროპათოლოგის მიერ, რომელმაც ასევე დაადასტურა არსებული დიაგნოზი – ჰორნერის სინდრომი და გასცა გარკვეული დამატებითი რეკომენდაციები (გულმკერდის მრტ კვლევა და კისრის სისხლძარღვების მრ ანგიოგრაფია).

აღნიშნული გამოკვლევები მსჯავრდებულს მიმდიბარე კვირაში ჩაუტარდება.

20 სექტემბერს მსჯავრდებულს ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია გაეწია, რომელმაც ასევე დაადასტურა არსებული დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი და გაუგრძელა დანიშნული მკურნალობა (ნაზონექსი).

21 სექტემბერს ივანე მერაბიშვილს ოფთალმოლოგის კონსულტაცია გაეწია, რომელმაც ასევე დაადასტურა ზემოაღნიშნული დიაგნოზი- ჰორნერის სინდრომი და გაუგრძელა 12 სექტემბერს დანიშნული მკურნალობა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ივანე მერაბიშვილის გაყვანა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში და დაწესებულების შერჩევა ხდება თავად მსჯავრდებულთან შეთანხმებით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, რომ მსჯავრდებულისთვის სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებული კვალიფიციური კონსულტაციების, შესაბამისი ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების მიუხედავად, უზრუნველყოს ალტერნატიული სამედიცინო მომსახურების მიწოდება მხარის მოთხოვნის შესაბამისად. გარდა ამისა, ვინაიდან მსჯავრდებულის ადვოკატები გამოთქვამენ გარკვეულ ეჭვებს ივანე მერაბიშვილისთვის არასრულფასოვნად ჩატარებულ მკურნალობასა და გამოკვლევებთან დაკავშირებით, მისი თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია მიემართოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სომატური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე (დიაგნოზის ვერიფიცირების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით)”
, – აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 20 °C
img
ახალქალაქი 16 °C
img
ასპინძა 24 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 21 °C
img
თბილისი 29 °C
img
აბასთუმანი 16 °C
img
ბაკურიანი 14 °C
img
ნინოწმინდა 16 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7924
EUR
EUR
1
2.8532
RUB
RUB
100
2.8408
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6728
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibomDeneme BonusuBets10 GirişcasibomcasibomEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkey hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisbetkanyonimajbetdinamobetmatbetjojobetkralbetholiganbetssekabetonwinbetebetsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahiscratosslotpiabellacasinomeritkingbahsegeldumanbetdumanbetmarsbahisparibahisdinamobetcasibommatadorbetjojobetgalabetnakitbahismeritkingimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobiljojobetimajbetgalabetmatbetonwinpiabellacasinoholiganbetcasibombakırköy escorttrend topic satın almavibetcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupcasibom giriş twitterbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetgrandpashamobilbahisbaywininstagram ban services