ჰასმიკ მარანგოზიანს ოპოზიცია ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებს
15:53 / 28.09.2018
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის N 40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჰასმიკ მარანგოზიანს
მათი წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ „ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენლებს, თეონა ჭალიძეს და არტურ მკოიანს ჰასმიკ მარანგოზიანმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ხელისუფლება რატომღაც ამ რეგიონს განიხილავს, რატომღაც თავის საარჩევნო ყულაბად, სადაც შეუძლია გაყალბების, ძალადობის, სპეცსამსახურების მეშვეობით თავისი საარჩევნო ყულაბა გაავსოს. ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების და მიზანდასახულობის ობიექტი იქნება ახალქალაქის და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და სწორედ ამიტომ გავაგზავნეთ საოლქო საარჩევნო კომისიებში ისეთი პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც აქვთ საარჩევნო გამოცდილება და რომლებიც წინ აღუდგებიან იმ დაგეგმილ გაყალბების ფაქტებს, რომელსაც ხელისუფლება აპირებს ჯავახეთის რეგიონში,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით, ჰასმიკ მარანგოზიანი, გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით.
თეონა ჭალიძის თქმით, ინციდენტის შემდეგ საპატრულო პოლიციას მიმართეს, რის შემდეგაც ახალქალაქის პოლიციაში გადაიყვანეს. აქ კი ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გივი სიხარულიძე დახვდათ, რომლის მხრიდანაც ადგილი ჰქონდა კანონდარღვევის ფაქტებს.
„ძალა ერთობაშია"-ს წევრები მოითხოვენ აღნიშნულ ფაქტზე, გენერალური ინსპექციიდან და ცესკო-დან სასწრაფო რეაგირებას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.