პოლიტიკა
,,მეორე ტურის კამპანიისას და არჩევნების დღეს გაერთიანებული ოპოზიცია საგანგებო რეჟიმში დაიცავს ახალქალაქის უბნებს" – ნიკა მელია
ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის გამო ადგილზე ჩავიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე.

ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, გარკვეული პროვოკაციები მოაწყოს, რაც მერე სურს, ოპოზიციას დაბრალდეს.

მელია თქმითვე, მეორე ტურის კამპანიისას და არჩევნების დღეს გაერთიანებული ოპოზიცია საგანგებო რეჟიმში დაიცავს ახალქალაქის უბნებს.

ინციდენტის შედეგად სასტიკად არის ნაცემი ოპოზიციის 4 წევრი. ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და ის რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს. დაზარალებული მიშა აღბალიანი ამბობს, რომ თავდამსხმელები ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან და ისინი ხელკეტების გარდა, ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული.

„20-ზე მეტი ადამიანი იყო. მე ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო კომისიაში, გუშინ მოვითხოვეთ დოკუმენტების გაცნობა, რადგანაც ვწერდით საჩივრებს. თუმცა, ამის უფლება არ მოგვცეს. მოგვიანებით კიდევ დავწერეთ საჩივარი, ეს არ მოეწონათ და ფიზიკურად გაგვისწორდნენ. გვცემეს ხელკეტებით, გვირტყამდნენ წიხლებს. ერთ-ერთს პისტოლეტის ტარიც ჩაარტყეს. ნაცემია ჩვენი შტაბის ხელმძღვანელი, აშოტ რაისიანი. ის საავადმყოფოშია. სცემეს შტაბის სხვა წევრებსაც, ყველას აღენიშნება ტვინის შერყევა, ერთ-ერთს ჩამტვრეული აქვს სახის ძვლები,“ - ამბობს გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრი, მიშა აღბალიანი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, ოპოზიცია ცრუ ბრალდებებში დაადანაშაულა.

„თქვენგან ვერ მივიღებ ახლა მაგ სწავლებას. ვის-ვის და ქართულ ოცნებას ნამდვილად არ ეშლება დემოკრატია იმიტომ, რომ ეს არჩევნებიც, მათ შორის, იყო უპრეცენდენტოდ დემოკრატიულად ჩატარებული. არაერთხელ მინახავს ოპოზიციის ძალიან ცრუ და არასწორი ბრალდებები... ეს არის დასადგენი, ვინ ვის დაესხა თავს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

ახალქალაქში მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია"-ს ოფისში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პერიმეტრზე შეინიშნებოდა სისხლის კვალიც.
Print E-mail
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook