პოლიტიკა
,,ახალქალაქში მოქმედებს დანაშაულებრივი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება"- დაზარალებულების ადვოკატი
გვიან ღამემდე გაგრძელდა ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაზარალებული ორი პირის გამოკითხვა.

პროცედურა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მიმდინარეობდა. გამომძიებლის თქმით, თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის გამოკითხვა ხდება. ადვოკატები მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ხულიგნობის მუხლს პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის შექმნის მუხლიც უნდა დაემატოს.

"დაზარალებულები მოტივად ასახელებენ პოლიტიკურ დაპირისპირებას და მათ პოლიტიკურ საქმიანობას და როგორც ისინი აღნიშნავენ, თავდამსხმელები მათ გაუსწორდნენ პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე"-აცხადებს ადვოკატი, მაია მუმლაძე.

საქმეში ჩართული კიდევ ერთი ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი კი ამბობს, რომ მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, ხულიგნობას გულისხმობს, თუმცა მათი მოთხოვნაა, რომ მომხდარი შესაბამისად შეფასდეს, რადგან ეს იყო პოლიტიკური მოტივით განხორციელებული თავდასხმა.

"ახალქალაქში მოქმედებს დანაშაულებრივი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც პირდაპირ ემორჩილება ენძელ მკოიანს,"- აცხადებს ვახტანგ იაშვილი.
Print E-mail
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook