პოლიტიკა
“ ბრალი წარედგინება ორივე მხარეს“ – შს მინისტრი ახალქალაქის ინციდენტზე
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, პროცესი იმის გამო გაგრძელდა, რომ დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ, თუმცა მისი თქმით ეს პროცესი დღეს უნდა დასრულდეს და ბრალი წარედგინოს ორივე მხარეს.

"იყო გარკვეული პრობლემები, რაც ძალზედ არასასიამოვნო იყო - დაზარალებული მხარე არ თანამშრომლობდა, უბრალოდ ჩვენებებს არ იძლეოდა და ეს იყო დროში გაჭიმული პროცესი. თუმცა, როგორც ვიცი, დღეს ეს პროცესი დასრულდება, სტანდარტი შეიქმნება და ბრალი წარედგინება ორივე მხარეს თუ არ ვცდები“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვას - ჰქონდა თუ არა ადგილი პროვოკაციას, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

"ამ მომენტში ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროვოკაცია არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური ზემოქმედება უნდა მოახდინო ადამიანზე თუმცა არც პროვოკაცია არის სასურველი და სახარბიელო“ - განაცხადა გახარიამ.
Print E-mail
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook