პოლიტიკა
ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა
2017 წელს განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმით, რომელიც პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში შევიდა,

ახალი კონსტიტუციური მოდელი უხვად არის გაჯერებული საპარლამენტო რესპუბლიკის ნიშან-თვისებებით, თუმცა ამ მოდელს კლასიკური საპარლამენტო მოდელებისგან საყოველთაო, პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური განასხვავებს. მომდევნო პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდება.

ახალი რედაქციის კონსტიტუციის ერთ-ერთი საკვანძო სიახლე ის არის, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესი აღარ იარსებებს და სახელმწიფოს მეთაურს ამომრჩევლის ნაცვლად, 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

თავის მხრივ, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა 300 წევრით დაკომპლექტდება. საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

ახალი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში 15 წელი მაინც უცხოვრია. კონსტიტუციით დადგინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.

იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის არჩევა 6 წლის ვადით მოხდა, არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს ჩატარდება.
Print E-mail
Facebook Twitter
სხვა სიახლეები

ამინდი
ახალციხე 20 °C
img
ახალქალაქი 18 °C
img
ასპინძა 24 °C
img
ადიგენი 25 °C
img
ბორჯომი 22 °C
img
თბილისი 31 °C
img
აბასთუმანი 18 °C
img
ბაკურიანი 15 °C
img
ნინოწმინდა 18 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2260
RUB
RUB
100
4.5177
TRY
TRY
1
0.4890
USD
USD
1
2.8333
AMD
AMD
1000
5.9436
კალენდარი
Facebook
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.