პოლიტიკა
შპს კეთილმოწყობის სამსახურის ექვს თანამშრომელს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს
საახალწლოდ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ნაწილმა პრემია, მეორე ნაწილმა კი ცნობა მიიღო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

57 წლის დავით ლომიძე ერთერთია იმ ათამდე თანამშრომელს შორის, რომელსაც 2019 წელს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა.

,,100 – 100 ლარი პრემია იმ ხალხს მისცეს, ვინც სამსახურში დატოვეს, ვინც გაგვათავისუფლეს, იმათ მხოლოდ ხელფასი მოგვცეს. ირაკლი კურტანიძემ დამირეკა და მითხრა შენი მეუღლე იმუშავებს და შენ ვეღარო. ოფისში ავედი, მაგრამ თქვა, რომ ამის მეტს აღარაფერს მეტყოდა. სპეციალურად არის ეს საქმე გაკეთებული“ – აცხადებს tv9news.ge -სთან დავით ლომიძე.

ამბობს, რომ ათი წლის განმავლობაში საყვედური არასდროს მიუღია, არც პრეტენზია ჰქონია რომელიმე ხელმძღვანელს მის მიმართ. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქმის გამანაწილებლად, რწყავდა პარკებს, ასუფთავებდა ქუჩებს. ეჭვობს, რომ გათავისუფლების მიზეზი ირაკლი კურტანიძესთან დაპირისპირებაა. ,,ჩვენ კილომეტრებით ქუჩებს ვგვით, გვეუბნება ,,კუჩკებიც“ თქვენ უნდა აკრიფოთო. მაგის ასაკრეფად მანქანა დადის, რომელსაც ორი ადამიანი დაჰყვება. ეგეც დამგველებს უნდა რომ აჰკიდოს. დამემუქრა, წაგართმევ ტერიტორიას და ბოლოს შენც გაგიშვებო. ამისრულა კიდეც“ – აცხადებს დავით ლომიძე.

გარდა იმისა, რომ სამსახურის გარეშე დარჩა, შიშობს, რომ მის მეუღლესაც მალე გამოუშვებენ სამსახურიდან, რომელიც ასევე მეეზოვედ მუშაობს. ,,ჩემ საქმეს რომ ვამთავრებდი, ჩემ მეუღლეს ვეხმარებოდი, ახლა თუ მოვეხმარები, ჩემ მეუღლეს ეტყვიან, რომ არ შეიძლება, რადგან მანქანა თუ დამარტყამს შემთხვევით, მათ დახმარების უფლება არ ექნებათ. ზუსტად ამ მიზეზით შვილების დახმარება უკვე აუკრძალეს ჩემსავით გათავისუფლებულ ნატაშა ვლასოვას, მარტოხელა ორშვილიან დედას“.

დავით ლომიძეს ბრალდებებს უარყოფს მერიის შპს კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების დარგში მთავარი სპეციალისტი. ირაკლი კურტანიძე ამბობს, რომ 2019 წლიდან ახალი სამსახურის შექმნისა და შესაბამისად ახალი შრომითი ხელშეკრულებების შესახებ ყველა ინფორმირებული იყო. ,,წერილობით გამოგვეგზავნა და ჩაგვბარდა ხელზე, ვიცოდით, რომ ახალი წლიდან იქმნებოდა ახალი შპს ახალი ხელშეკრულებებით“.

ირაკლი კურტანიძის ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურიდან ექვსი თანამშრომელი გათავისუფლდა. ამბობს, რომ მხოლოდ იმ ხალხს აღარ გაუგრძელდა ხელშეკრულება, ვის მიმართაც პრეტენზიები არსებობდა. უკმაყოფილების მიზეზი ძირითადად კუთვნილი ტერიტორიის დაუგველობა, უშუალოდ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა და უპასუხისმგებლობაა.

,,უნდა იცოდე, რომ ტყუილად ფულს არავინ გადაგვიხდის, უნდა იყო მაქსიმალურად ჩართული იმ სამსახურში, სადაც მუშაობ. როდესაც საქმის ხარისხიან და დროულ შესრულებას ვითხოვდი, აქეთ იყო მუქარები, რომ შენნაირი უფროსები გვყოლია და წასულან და ა.შ. ერთხელ კი ვუთხარი დათო ლომიძეს, რომ სხვა გზას არ მიტოვებ, იმდენს იზამ რომ პოლიციას მივმართავ–თქო“.

კეთილმოწყობის სამსახურში ახლა ვაკანტური ადგილებია. როგორც მთავარი სპეციალისტი აცხადებს, ძირითადი მოთხოვნა საქმის კეთილსინდისიერად შესრულებაა.

,,ჩვენ არ ვართ მენაგვეები, ვართ კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები, ამიტომ სხვაგვარად მოგვეთხოვება დაკისრებული ვალდებულების შესრულება“.

ვიდრე შპს–ში ახალ თანამშრომლებს შეარჩევენ, გათავისუფლებული დავით ლომიძე არ გამორიცხავს, რომ საკუთარი უფლებები სასამართლოს გზით დაიცვას.

ფოტოს ავტორი: სამცხე–ჯავახეთის მხარე
Print E-mail
Facebook Twitter
სხვა სიახლეები

ამინდი
ახალციხე 20 °C
img
ახალქალაქი 18 °C
img
ასპინძა 24 °C
img
ადიგენი 25 °C
img
ბორჯომი 22 °C
img
თბილისი 31 °C
img
აბასთუმანი 18 °C
img
ბაკურიანი 15 °C
img
ნინოწმინდა 18 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2260
RUB
RUB
100
4.5177
TRY
TRY
1
0.4890
USD
USD
1
2.8333
AMD
AMD
1000
5.9436
კალენდარი
Facebook
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.