სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ცხრა თვის შემდეგ შეიკრიბა
16:15 / 19.03.2019
ახალციხის მერიაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს. საბჭოს თავმჯდომარის არჩევა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. თავმჯდომარის პოსტი ნინო რუხაძემ დაიკავა. საბჭოს წევრებმა მერთან მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს.
ახალციხის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეიქმნა. დებულებაში წერია, რომ სხდომა არაუგვიანეს სამ თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს. საბჭოს პირველი სხდომა 2018 წლის ივნისში გამართა, მეორედ კი ცხრა თვის შემდეგ, დღეს, 19 მარტს შეიკრიბნენ.
საბჭოში 26 წევრია. ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. საბჭოს მიზანია, რომ თვითმმართველობამ მუნიციპალიტეტის მთავარი გამოწვევების შესახებ, სამოქალაქო საზოგადოებისგან მიიღოს ინფორმაცია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.