პოლიტიკა
პანკისის ხეობაში შსს-ს ტექნიკა იწვის
პანკისის ხეობაში ადგილობრივებმა პოლიციასთან შეტაკების დროს შპს „ფერის“ კუთვნილ ტექნიკას ცეცხლი წაუკიდეს. ისინი ასევე ცდილობენ შსს-ს მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდებას.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ გაჩერებას, ღამის განმავლობაში დარჩებიან ადგილზე და არ მისცემენ უფლებას სამართალდამცველებს, რომ მათ ტერიტორიაზე შევიდნენ.

ადგილზე სამართალდამცავების დამატებითი ჯგუფები მოდიან. პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანთან სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკება გრძელდება. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც ადგილობრივები, ისე პოლიციელები.

ადგილობრივები პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედვად, ხელკეტებით და ქვებით ცდილობენ პოლიციის გაძევებას მიმდებარე ტერიტორიიდან. დაზიანდა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.
გააზიარეთ :