ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა. ის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლად დაინიშნა. მთავრობის მეთაურმა სერგეენკო ერთ-ერთ წარმატებულ მინისტრად დაასახელა და კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ჯანდაცვის უწყებას დღეიდან ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს.