პოლიტიკა
სამცხე–ჯავახეთს რუმინეთის ელჩი ეწვია
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რუმინეთის ელჩს რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვდა.
რეგიონს რუმინეთის ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა სტუმრობდა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ბესიკ ამირანაშვილსა და რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუმინიეთისა და საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებს.
ასევე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის რუმინეთის ერთ-ერთ რეგიონთან დამეგობრების საკითხი.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის განვითარებაზე.
რუმინეთის ელჩმა რადუ-ლივიუ ჰორუმბამ აღნიშნა, რომ მისთვის სამცხე-ჯავახეთი გამორჩეული მხარეა, რადგან რუმინელი ხალხისთვის უდიდესი წმინდანი ანთიმოზ ივერიელი წარმოშობით სწორედ სამცხე-ჯავახეთიდან, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდიდან იყო.
გააზიარეთ :