პოლიტიკა
ახალციხის მერიამ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომლებს არჩევს. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ვაკანსია ათ პოზიციაზეა გამოცხადებული.
განაცხადების გაკეთებისთვის მიცემული ვადა ოთხ ოქტომბერს იწურება. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება: განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
ღიაა კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:
- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;
- აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტი;
- პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი;
- მეორადი სტრუქტურული ერთეულის - მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი;
- პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების საკითხებში;
- მეორადი სტრუქტურული ერთეულის ურბანული დაგეგმარების განყოფილების ხელმძღვანელი;
- პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
- მეორადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელი;
- სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი;
- პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში.
გააზიარეთ :