პოლიტიკა
,,ლაბირინთივითაა, ბურუსით მოცული“ - ახალციხეში საკრებულოს რიგით მე-9 სხდომა გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-9 სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

1) ,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

2) ,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

3) .,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

4) მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის თაობაზე;

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გურამ მელიქიძის თქმით, ბიუჯეტში არსებული ცვლილებების უმრავლესობა ინფრასტრუქტურული ხასიათისაა.

ბიუჯეტში რიგით მეშვიდე ცვლილებას არ ემხრობა დეპუტატი თამარ გოგოლაძე.

,,არსებული ცვლილებები არ არის ორიენტირებული მოქალაქის პრობლემებზე. ახალციხის კულტურის სახლი ისეთი აიპია, რომელსაც კომპიუტერებიც კი არ აქვს, არადა იქ ბავშვები სწავლობენ“, - განმარტავს თამარ გოგოლაძე.

საკრებულოს წევრის, ეკა ტატალაშვილის თქმით, ბიუჯეტი თავიდანვე არასწორად შეადგინეს, რის გამოც ამდენი ცვლილების შეტანა გახდა საჭირო.

,,ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ბიუჯეტს თავიდან ვიღებდით“, - განაცხადა ეკა ტატალაშვილმა.

,,ბიუჯეტი ცოცხალი ორგანიზმია და ეს შიდა ცვლილებაა“,- უპასუხა მერის მოადგილე გურამ მელიქიძემ საკრებულოს წევრს.

მეორე ცვლილების მიხედვით, ახალციხის მერიაში ორი მორიგე მძღოლის შტატის დამატება განიხილეს, მათი ანაზღაურება თვეში 850 ლარით განისაზღვრა.

თანამშრომელთა დამატების მიზეზი ორი ახალი ავტომობილის შეძენა გახდა. საკრებულოს წევრმა თამარ გოგოლაძემ ეს საკითხიც გააპროტესტა. მისი აზრით, ავტომობილებისა და მძღოლების დამატება საკრებულოს სხვა წევრებზეც უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგან დეპუტატს არსებული 200 ლიტრი საწვავის გამოყენება არ შეუძლია.

,,მოსახლეობა სოფლებიდან მწერს, რომ პრობლემები აქვთ. სოფლებში უნდა გავიდეთ, მაგრამ როგორ?! რეალური პრობლემაა, ჩვენ მუნიციპალიტეტის საკრებულო ვართ და არა მარტო ქალაქის“, - ამბობს თამარ გოგოლაძე.

საკრებულოს რიგით მე-9 სხდომას 30 წევრი ესწრებოდა. მათმა უმრავლესობამ სხდომაზე გასულ 4-ივე საკითხს მხარი დაუჭირა.

Print E-mail
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 2 °C
img
ახალქალაქი -2 °C
img
ასპინძა -3 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 1 °C
img
თბილისი 5 °C
img
აბასთუმანი -1 °C
img
ბაკურიანი -4 °C
img
ნინოწმინდა -2 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2956
RUB
RUB
100
4.6553
TRY
TRY
1
0.5229
USD
USD
1
2.9776
AMD
AMD
1000
6.2437
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.