შსს-ს მინისტრი და ელიზაბეთ რუდი ახალციხეში იმყოფებოდნენ (ფოტო/ვიდეო)
19:09 / 03.10.2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი „ხრიანის“ ახალი შენობა გახსნეს.
გახსნის ცერემონიალს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ უმასპინძლა, სექტორის ახალი შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.შინაგან საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ასევე, ის ძველი შენობა დაათვალიერეს, სადაც მესაზღვრეებს ამ დრომდე უწევდათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.
სასაზღვრო სექტორი „ხრიანის“ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც ზღვის დონიდან 2450 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენდა და საქართველო-თურქეთის საზღვრის 18-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით.
მშენებლობის პროექტი აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.