პოლიტიკა
„მზად ვარ, გამოძიების ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო“ - ახალციხის მერი
ახალციხის მერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება. ზაზა მელიქიძის თქმით, ის მზადაა ნებისმიერ კითხვას უპასუხოს. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამბობს, რომ ანტიკორუფციული სააგენტო საქმის დოკუმენტებსაც სწავლობს და გამოკითხვებსაც ატარებს.
„მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ყველა კითხვას ვუპასუხო, რადგან აქ დანაშაული არ არის. დოკუმენტებსაც სწავლობენ და გამოკითხვებიც მიმდინარეობს. თქვენ ამ ბოლოსაც გააჟღერეთ, რომ თითქოს ჩვენ წილები არ გვაქვს გადაცემული, მაგრამ ყველაფერი არის გაწერილი და მინდობით გაცემული“, - ამბობს „მეცხრე არხთან“ ზაზა მელიქიძე. მისი თქმით, დოკუმეტები კანონთან სრულ შესაბამისობაშია.
„თქვენ გაქვთ საშუალება ნახოთ, მანქანები 2012 წლამდეც გვქონდა და რა გვექნა, ეს ტექნიკა ჯართში ჩაგვებარებინა? იქ ადამიანები მუშაობენ, მძღოლები მუშაობენ. იმდენს მუშაობს ეს ორგანიზაცია, რომ მათი ოჯახებისთვის ხელფასი მაინც აიღონ“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეტალებზე არ საუბრობენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ შესწავლა მიმდინარეობს. "გამოძიების დაწყების შემთხვევაში დამატებით გაცნობებთ", - გვითხრეს პორესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობით სუს-ი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მათ მიერ მოგებული ტენდერები შეისწავლა.
ამავე თემაზე წაიკითხეთ:
გააზიარეთ :