პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლობას შეხვდა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. ფოტოებსა და ინფორმაციას მმართველი პარტია ავრცელებს.
შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატები - გიორგი კოპაძე, ენზელ მკოიანი, სამველ მანუკიანი, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მოადგილეები და პარტიის აქტივი ესწრებოდა.
ამით პარტიის თავმჯდომარის შეხვედრები რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დასრულდა. ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივს შეხვდა.
გააზიარეთ :