SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
პოლიტიკა
როგორია ხელისუფლების პიარსამსახურების მზარდი ხარჯები

2017-2018 წლების პერიოდში ხელისუფლების მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები კვლავ მაღალია.


კვლევის მთავარი მიგნებები

• საჯარო უწყებების საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი. 2017 წელს 194 უწყების პიარსამსახურში დასაქმებული იყო 996 თანამშრომელი, ხოლო 2018 წელს - 1037.[2]
• 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს. 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში, 18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი - 20 047 896 ლარი.
• 2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.
• მთავრობის ადმინისტრაციამ პიარსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის და მათი ანაზღაურების შესახებ ორჯერ განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა. მოგვიანებით განმარტეს, რომ მონაცემები შეეშალათ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია, მოთხოვნის მიუხედავად, აღარ მოგვცეს.

2013-2018 წწ. პიარსამსახურში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებან 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პიარსამსახურში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და ანაზღაურება მზარდია, მსგავსი ტენდენცია ნარჩუნდება 2017-2018 წლებში.

*მაქსიმალურად ზუსტი შედარებისთვის ცხრილში მოცემულია იმ 133 უწყებიდან გამოთხოვლი მონაცემი, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევისას გამოვიყენეთ.

*მაქსიმალურად ზუსტი შედარებისთვის ცხრილში მოცემულია იმ 133 უწყების გამოთხოვილი მონაცემი, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევისას გამოვიყენეთ.

194 უწყებიდან მიღებული ახალი ინფორმაციის დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საბიუჯეტო უწყებების პრესსამსახურში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება 1.9 მლნ ლარით არის გაზრდილი. გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობაც.




ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას  თავდაცვის სამინისტრო მოსდევს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა 2018 წლის ათეული  ასე გამოიყურება:
*ათეული მოცემულია 194  უწყებიდან
პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

*ათეული მოცემულია 194  უწყებიდან


მთავრობის ადმინისტრაცია

 

2018 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით მოიცავდა მონაცემებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ლიდერობდა საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისა და მათთვის გადახდილი ანაზღაურების მხრივ. მაშინ აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს გზით მოვიპოვეთ. სამწუხაროდ, მიმდინარე კვლევა მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებს არ მოიცავს, ვინაიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათგან სრული ინფორმაციის მიღება ვერ შევძელით.

წელს გამოთხოვილ ინფორმაციაში (ვითხოვდით 2017 და 2018 წლების მონაცემებს) 2017 წელთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდეს, ვიდრე ეს იყო წინა წელს. კერძოდ,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 2017 წლის ნოემბერში გამოთხოვილი წერილის მიხედვით, 2017 წელს საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში თანამშრომელთა რაოდენობა  67 იყო, ხოლო 2019 წელს მოწოდებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში იმავე, 2017 წელს, 42-ით ნაკლები, 25 ადამიანი ჰყავდათ დასაქმებული. არ ემთხვევა ანაზღაურების შესახებ მოწოდებული ინფორმაციაც. კერძოდ, 2017 წლის წერილის მიხედვით, მათ ანაზღაურებაში 2 724 525 ლარი დაიხარჯა, ახალ წერილში კი ნათქვამია, რომ იმავე პერიოდში სახელფასო ანაზღაურებისთვის 84 886 ლარია გაცემული  - სხვაობა 2 639 639 ლარია.





აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება მთავრობის ადმინისტრაციას ვკითხეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ უწყებამ 2018 წლის წერილში ინფორმაცია „მთლიანი დანაყოფის“ შესახებ, ხოლო 2019 წლის 20 თებერვლის წერილში, მხოლოდ იმ მოსამსახურეების შესახებ მოგვაწოდა, რომელთაც კონკრეტულად მედიასთან აქვთ ურთიერთობა და „სწორედ, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დაფიქსირდა წარმოდგენილ მონაცემებს შორის სხვაობა“.
ეს განმარტება ჩვენთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა შემდეგი მიზეზების გამო:

1. მთავრობის ადმინისტრაციაში გაგზავნილ ორივე წერილში ინფორმაციას ვითხოვდით ერთი ფორმულირებით;
2. მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით გამოდიოდა, რომ საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, საშუალოდ თვეში 283-ლარიანი ხელფასი ჰქონიათ, რამაც გააჩინა დამატებითი კითხვები მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ, მთავრობის ადმინისტრაციაში ანაზღაურების შესახებ მათ მიერ მოწოდებული საეჭვო მონაცემის გადამოწმებაც ვცადეთ, რა დროსაც სატელეფონო საუბრისას გვითხრეს, რომ შეეშალათ და 1 თვის მონაცემები გამოგვიგზავნეს. ჩვენ სწორი მონაცემების თავიდან გამოგზავნა წერილობით მოვითხოვეთ, თუმცა მიუხედავად საჯარო ინფორმაციის მოწოდების კანონით დადგენილი ვადის გასვლისა, პასუხი არ მიგვიღია.

წყარო: https://transparency.ge

Print E-mail
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기sahabetbetigma girişmegabahisdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티megabahistipobetmatadorbetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetBetigmajojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginroyalbetsekabetjojobetcasibomcasibomcasibom girişbetboxjojobetbetpassahabet girişumzugsfirma wienjojobethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9099Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisfixbetjojobetcasibomistanbul escort telegramJojobet Girişcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotbetparkdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcratosroyalbet1xbet giriştipobetjojobet girişgalabetbetboxsekabet girişmarsbahisExtrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobetgrandpashabetsekabetbetnanomarkajbetjojobetjojobetmeritkingvdcasinosahabetbetciopadişahbetiptv satın alJojobet Girişmagic mushroomscratosroyalbettaraftarium24lara escortjojobetStreameastkiralık hackerelexbetelexbetcasibomcasibommarsbahismp3 juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibomcasibomholiganbet girişsahabetultrabetholiganbet girişjojobetjojobetjojobetjojobetdeneme bonusu veren sitelerholiganbetcasibomdeneme bonusu veren sitelerjojobetivermectinmatbetcasibomлучшие казинолучшие казиноbets10casibom girişmatbetmatadorbet