საარჩევნოდ დაპირებები გავეცით, მაგრამ,,, - ახალციხის მერი
16:25 / 07.11.2019
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველ ეტაპზე, 4 მლნ. 230 ათასი ლარი გამოეყო. ამ თანხით 2020 წელს შვიდი პროექტი განხორციელდება, მოგვიანებით კი მუნიციპალიტეტი დარჩენილ 2 მლნ. 70 000 ლარსაც მიიღებს. შვიდივე პროექტი დეპუტატებმა ახალციხის საკრებულოს მეთერთმეტე, რიგგარეშე სხდომაზე მოიწონეს. რეგფონდიდან გამოყოფილ თანხას, ადგილობრივი ბიუჯეეტიდან 5% ემატება. სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
ახალციხის მერმა ბოლო ორ წელში, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები გაიხსენა. ზაზა მელიქიძემ დეპუტატებს უთხრა, რომ ყველა მათგანი უნდა განხორციელდეს.
“ჩვენ 2018, 2019 წლებში საარჩევნოდ სხვადასხვა დასახლებებში დაპირებები გვაქვს გაცემული, ამიტომ ის პრიორიტეტები, რომლებიც აქამდეც უნდა ყოფილიყო განხორციელებული,,, მაგრამ ბიუჯეტის სიმცირემ არ მოგვცა საშუალება. იცით, რომ 2018 წელს 3 მლნ. 800 ათასი ჩამოგვეჭრა, ამიტომ მოხდა ისე, რომ ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა მერმა. ზაზა მელიქიძე შეეხო პროექტების მომზადების საკითხსაც და აღნიშნა, რომ გამოცხადებული ტენდერი ხშირად ვერ ტარდება.
პირველ ეტაპზე შერჩეული პროექტებია:
ქალაქ ახალციხეში, მრავალბინიანი სახლების სახურავების, ფასადების, სადარბაზოების რეაბილიტაცია;
ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის, ახალციხელის, ნათენაძის, რუსთაველის, კოსტავას და დიდიმამიშვილის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა;
სოფლების - გიორგიწმინდა-მუგარეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ანდრიაწმინდის გზის რეაბილიტაცია;
სოფლების - წყრუთი-წირას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
სოფლების - აწყური-ტყემლანას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.