პოლიტიკა
ენზელ მკოიანმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა
პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩააგდო. სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა სია, ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა კანონპროექტს.
როგორც სიიდან ირკვევა, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი გედევან ფოფხაძე.
სამივე დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" სახელით შევიდა.
ენზელ მკოიანთან ერთად, ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა კიდევ ორმა დეპუტატმა - დიმიტრი ხუნდაძემ და კახაბერ ოქრიაშვილმა.
გააზიარეთ :