ალეკო ელისაშვილის შემდეგი სამიზნე ენზელ მკოიანია
,,სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გურიის შემდეგ ჯავახეთში ვიზიტს გეგმავს. ,,სამოქალაქო მოძრაობის" ყურადღების ცენტრში ის ,,ამბოხებული" დეპუტატები მოექცნენ, რომლებმაც ქვეყანაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი ჩააგდეს.
"სამოქალაქო მოძრაობის" წევრები საქართველოს იმ რეგიონებში ჩადიან და მოსახლეობას ხვდებიან, სადაც ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარების მიერ დაგროვილი ქონების წარმომავლობა საეჭვოა.
,,ვფიქრობთ, ამჯერად, ენზელ მკოიანის მაჟორიტარულ ოლქს ვესტუმროთ, კონკრეტულ თარიღს ჯერ ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ის ყველაზე მეტად შემაწუხებელი დეპუტატია. ენზელ მკოიანი არის ერთ-ერთი უმსხვილესი ფეოდალი ამ ქვეყანაში ”, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილი ,,სამოქალაქო მოძრაობის" წევრებთან ერთად უკვე იმყოფებოდა სიღნაღი-დედოფლისწყაროს, გორის, დმანისი-წალკის და გურიის მაჟორიტარულ ოლქებში.