ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, “ნაციონალური მოძრაობიდან” ზურაბ ჩილინგარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადიგენის პრობლემებზე ისაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტს ხელისუფლება სჯის.
ჩილინგარაშვილმა მმართველ გუნდს მიმართა კითხვით, “ადიგენი იმიტომ ხომ არ ისჯება, რომ ის ვანო მერაბიშვილის რაიონია, ან იმიტომ, რომ ჰყავს მაჟორიტარი “ნაციონალური მოძრაობიდან ?”
დეპუტატმა ყურადღება, იმ შეჩერებულ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც ადიგენში უნდა განხორციელებულიყო. მათ შორისაა კურორტ აბასთუმნის რეაბილიტაცია, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, გოდერძისა და საირმისკენ მიმავალი გზების მშენებლობა, ადიგენის წყლის სისტემის რეაბილიტაცია და სხვა.
“ამას ემატება კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ. ძველი კანონით რაიონი მაღალმთიან რეგიონს ეკუთვნოდა, ხოლო ახლით დაახლოებით 95% არ მიეკუთვნება, რის გამოც მოსახლეობას შეღავათები გაუუქმდა.” – აღნიშნა ჩილინგარაშვილმა.
|