პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი ახალციხეში ბენზინგასამართ სადგურს კანონდარღვევით აშენებს
ქალაქ ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა მიქელაძემ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყო. ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. მესამე სექტორმა მოიკვლია, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი სადგურს ქალაქის შესასვლელში, საკუთარ მიწაზე აშენებს, თუმცა აგებული შენობა ფარავს როგორც სახელმწიფოს, ასევე მიქელაძის საკუთრებაში არსებულ იმ მეორე მიწის ნაკვეთსაც, რომელსაც ყადაღა ადევს. დარღვევების შესახებ ინფორმირებულია ახალციხის მერია. უწყებაში ამბობენ, რომ საკითხს სწავლობენ, თუმცა ამ დრომდე მათი მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ, უცნობია.

მამუკა მიქელაძე ქალაქ ახალციხის 2014-2017 წლის მოწვევის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო. იგი ამჟამად ახალციხეში თამარაშვილის N57-ის მიმდებარედ, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ, ბენზინგასამართ სადგურს აშენებს. ამისთვის მან, 2019 წლის 4 ოქტომბერს შპს „ატლანტ ოილი” დააფუძნა. კომპანიის დირექტორი თავადაა, 50% წილს კი ახალციხელ ბიზნესმენთან იმედა მუმლაძესთან იყოფს. 30 ოქტომბერს, ახლადდაფუძნებული შპს-ს დირექტორმა ახალციხის მერიას თამარაშვილის N57-ის მიმდებარედ, მისივე საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 35 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვისთვის მიმართა. თუმცა, მშენებლობა მანამდე დაიწყო, ვიდრე ნებართვას მიიღებდა.

ახალციხის მერიამ „ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანს მშენებლობის ნებართვა 35 კვ.მ-ზე, განაცხადის შეტანიდან ორთვენახევრის მოგვიანებით, 2020 წლის 16 იანვარს მას შემდეგ მისცა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან“ ორი წერილი მიიღო. თუმცა, ამ დროისთვის მიქელაძეს აქ შენობა უკვე აშენებული ჰქონდა.

გარდა უნებართვოდ დაწყებული მშენებლობისა, ავტოგასამართი სადგური ფარავს როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 85.5 კვ.მ. (ს/კ 62.09.54.834) და 6.7 კვ.მ. (ს/კ 62.09.62. 059) არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, ასევე, მიქელაძის საკუთრებაში არსებულ სხვა ფართს (ს/კ 62.09.54.926), რომელსაც ყადაღა ადევს.

გაცემულ სამშენებლო ნებართვაზე ზედამხედველობა მერიას არ განუხორციელებია. საზღვრების დარღვევის შესახებ როგორც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ, ასევე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჩვენგან შეიტყო. სააგენტომ დარღვევა დაადასტურა და რეაგირებისთვის ის ახალციხის მერიას 2020 წლის 18 თებერვლამდე გადაუგზავნა. თუმცა, ამ დრომდე არაა ცნობილი, გატარდა თუ არა შესაბამისი ღონისძიებები ქალაქში ავტოგასამართი სადგურის კანონდარღვევებით მშენებლობაზე.

ეს არაა მიქელაძის მიერ კანონდარღვევის პირველი შემთხვევა, რაზეც შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება იგვიანებს.

მამუკა მიქელაძეს, ქალაქ ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის პარალელურად, 2016 წლის ივლის-აგვისტოში, „საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიასაც” ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ პერიოდში დაუკანონა მან საკუთარ თავს ახალციხეში, თამარაშვილის N57-ის მიმდებარედ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 275 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მიქელაძე თავად იყო განმცხადებელიც და რეზოლუციის დამდებიც.

ამ ფაქტზე, დაახლოებით, წელიწადნახევრის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველომ, სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს მითვისებას ან გაფლანგვას სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თუმცა ამ დრომდე გამოძიების შედეგი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე მიქელაძის მიწას ყადაღა ადევს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ახალციხის მერიას შეისწავლოს ავტოგასამართი სადგურის კანონდარღვევით მშენებლობის საკითხები და გაატაროს შესაბამისი ღონისძებები. ასევე, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი კორუფციულ გარიგებას უკანონო მშენებლობის სანაცვლოდ და იმოქმედოს კანონით განსაზღვრული წესებით.

Print E-mail
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 13 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
ასპინძა 13 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 13 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 12 °C
img
ბაკურიანი 8 °C
img
ნინოწმინდა 8 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8988
EUR
EUR
1
2.8583
RUB
RUB
100
2.8498
TRY
TRY
1
0.0825
USD
USD
1
2.6788
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobetmariobetmariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterbahiscom girişbahiscom twittersuperbetinstarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twitterbetturkey girişbetturkey twittermariobetcasibomdeneme bonusu veren sitelerbycasinobycasinostarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet dinamobet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000elf barCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://repository.unisfat.ac.id/css/styles/piabellacasinoimajabetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinpiabellacasinonakitbahiscasibommeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajabetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobet girişcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale hava durumusigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetcasibomlunabetcasibomcasibominstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişbetkombetkomgrandpashabet+18 filmvbetbetkomholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10betebetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornoportobetonwinsekabetMatadorbetjojobetcasibomcasibomcasibomcasibomcasibomholiganbetcasibomcasibomyouwincasibomcasibomcasibomDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetbetmatikBetmatikmarsbahis7slotsbets10alanya travestiSahabetgrandpashabetSahabetbetturkeyholiganbetsekabetThesakultahodeonbethiltonbetbelugabahismeritkingmarsbahismarsbahisbetvoleCratosroyalbetzbahisSahabet GirişhiltonbetgrandpashabetjojobetmarsbahissahabetjojobetsuperbetinmarsbahismariobetYouwinHepsibahisYouwin GirişHepsibahis Girisdinamobet girişhttps://drive.google.com/file/d/1vm3JNrvqfKpGKgNHLshyW1vceDqmh9rl/view?usp=sharinghttps://drive.google.com/file/d/1vm3JNrvqfKpGKgNHLshyW1vceDqmh9rl/view?usp=sharingCasibomtümbet twitterbetmatik güncel girişonwinbaywin güncelmavibetbetorspin twitterbayspin twitterlunabetkavbetbetpark twitterimajbetmarsbahisbetmatik giriştumbetCasibomlunabet twittermariobetbetpark güncelbahsegelpusulabetsavoybettingmariobetmariobetjojobetmariobetmariobetmariobetmariobetmariobetmariobetmatbetartemisbet