,,შეიძლება მწვანე ზონის სტატუსი დავკარგოთ" - ბესიკ ამირანაშვილი
სამცხე-ჯავახეთი, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან 40 დღის შემდეგ, კვლავ მწვანე ზონად რჩება. ბოლო დღეებში ქალაქში არსებული ხალხმრავლობის გამო, მხარის გუბერნატორი მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.
ბესიკ ამირანაშვილი ამბობს, რომ ქუჩაში ბევრი მანქანა დგას, რამაც ვითარების გართულება შეიძლება მოიწვიოს.15 აპრილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის შვიდ საკარანტინე სივრცეში 365 ადამიანი განთავსებული, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა კი 17-ს შეადგენს.
,,ბლოკ-საგუშაგოების მოწყობიდან დღემდე თერმოსკრინინგი 20 ათასს ადამიანს, ხოლო დეზინფექცირება 12 ათას მანქანას ჩაუტარდა. რეგიონში მუშობს ოთხი ცხელების ცენტრი, სადაც ცენტრების ამოქმედებიდან დღემდე 30 ადამიანი განთავსდა, მათ შორის 8 პაციენტის ანალიზი გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი მოვიდა" - აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.