„ვანო მერაბიშვილი საბოლოო ჯამში პარტიულად ნაციონალურ მოძრაობაში იქნება“, - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე - ისაუბრა თუ არა ვანო მერაბიშვილთან მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ, გიგი უგულავამ უპასუხა, რომ ყოფილმა შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება.