დეპუტატების და რწმუნებულების ნაწილი საწვავის გარეშეა დარჩენილი
10:32 / 28.05.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 19 წარმომადგენლიდან, საწვავის ყოველთვიურ, 100ლიტრიან ბარათს, ნაწილი ვერ იღებს. ოთხი რწმუნებულიდან ნაწილს მართვის მოწმობა არ აქვს, ნაწილს კი ავტომობილი არ ჰყავს. ეს კი, საწვავის მისაღებად, მთავარი პირობაა.
საწვავის გარეშე დარჩენილია საკრებულოს ორი დეპუტატიც - ბონდო ტალახაძე და თამარ გოგოლაძე. თანამდებობის პირი 17 დეპუტატისთვის თვეში 150-200 ლიტრი საწვავია გათვალისწინებული.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მეორედ დააყენეს. დეპუტატები ამბობენ, რომ ამის გამო, საწვავის გარეშე დარჩენილ პირებს დიდი მანძილის გავლა ფეხით უწევთ. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის დროს გახდა, რადგან წარმომადგენლებს სოფლებში გადაადგილება ხშირად უწევდათ. დეპუტატებმა მერიას მიმართეს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.