სომხეთის, ბულგარეთის, ბელორუსიის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პოლიტიკურმა ექსპერტებმა ახალციხეში ევროკავშირის თემაზე შეხვედრა გამართეს.
მათ სხვადასხვა გამოწვევაზე და თავიანთი ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრეს. ექსპერტებს სტუდენტებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მოუსმინეს.
შეხვედრა, პროექტის „ევროპა ჩემოდანში“ ფარგლებში განხორციელდა,
რომელსაც საქართველოში „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ წარმომადგენლობა
ახორციელებს. ადგილობრივ დონეზე თანაორგანიზატორები რესპუბლიკური
პარტიის წარმომადგენლები არიან.
შეხვედრები ახალციხის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
დასკვნითი ღონისძიება ქუთაისში მოეწყობა.
|