სტრასბურგში საქმე რომ წამეგო, უფრო მალე გამომიშვებდნენ, მოვიგე და 7 წელი გავატარე სამარტოო საკანში - ვანო მერაბიშვილი
20:13 / 09.07.2020
უკრაინელი ჟურნალისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, სამცხის მაჟორიტარობის კანდიდატს ოპოზიციიდან, ვანო მერაბიშვილს მასპინძლობს. დიმიტრი გორდონი მის მიერვე დაფუძნებულ ინტერნეტგამომცემლობაში საქართველოს შს ყოფილ მინისტრთან ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს იხსენებს. ჟურნალისტი კითხვებს როგორც პირად, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც უსვამს.
- თქვენ გააკეთეთ ის, რაც პოსტსაბჭოთა პერიოდში არავის გაუკეთებია. 2004-2012 წლებში ხელმძღვანელობდით საქართველოს შსს-ს, 2012 წელს კი პრემიერ-მინისტრი იყავით. ყველაზე საინტერესო, რაც გავიგე, თქვენ კათოლიკე ხართ. ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლობაა აღიარებული, კათოლიკე გახდა პრემიერ-მინისტრი?
-მე წარმოვადგენ რელიგიური უმცირესობას, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტია კათოლიკე. ჩვენ ისეთი ქვეყანა ავაშენეთ, სადაც ყველა მოქალაქეს, მიუხედავად თავისი რწმენისა, ეროვნებისა, შეეძლო წარმატების მიღწევა. როდესაც ჩვენ ვიყავით ქვეყნის სათავეში, პრიორიტეტს ვანიჭებდით უმცირესობებს და მათ უფლებებს. 2012 წლის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ რელიგიური უმცირესობები ხშირად ოპოზიციას აძლევენ ხმას.
-როგორ მოხდა, რომ არ დაგიმთავრებიათ პოლიციის აკადემია, თუმცა გახდით ყველაზე წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი? - მინისტრები არიან პოლიტიკოსები, მე არაფერი პოლიციური პრაქტიკა არ მქონდა. ჩვენ ერთ დღეში 20 000 თანამშრომელი გავათავისუფლეთ, კორუფციის გამო. ორი თვე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ გვყავდა. ამ პერიოდში მოვამზადეთ სამი ათასამდე პოლიციელი, თუმცა მათგან 90% არასდროს ყოფილა ამ საქმეში ჩართული. რაც მთავარია, პოლიცია არათუ კორუმპირებული აღარ იყო, ის გახდა რეფორმების სიმბოლო.
-ვანო, თქვენ ჭკვიანი კაცი ხართ, ხომ იცოდით, რომ თქვენს წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყებოდა, რატომ არ გაიქეცით? - სავარაუდოდ ეს ჩემი ხასიათია. სიმართლე გითხრათ, არ ველოდეი, რომ 6.9 წელს მომისჯიდნენ, ვფიქრობდი, რომ გაცილებით მალე გამათავისუფლებდნენ, რადგან მოვიგებდი ევროსასამართლოს და გამოვიდოდი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ჩემი შეცდომა. მათ ცხრაჯერ თქვეს უარი უდოზე. მე რომ წამეგო სტრასბურგში საქმე, უფრო მალე გამომიშვებდნენ. თითქმის 7 წელი ვიჯექი რვა კვადრატულ მეტრ ოთახში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.