საკუთარ ამომრჩეველთან საჯარო შეხევდრების გამართვის ვალდებულება, ერთჯერადი დახმარება შშმ პირებისთვის, დაფინანსება C ჰეპატიტის, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების დაავადებების გამოკვლევაზე – ამ საკითხებზე, ქალაქ ახალციხის საკრებულოს 10–მა დეპუატატმა დღეს იმსჯელა. სიახლეები და ცვლილებები მმართველი და ოპოზიციური პარტიების წევრებმა განიხილეს და გადაწყვეტილება ერთხმად 8 საკითხიდან მხოლოდ ერთ მათგანზე გამოიტანეს.
ახალციხის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები 1 ნოემრამდე საკუთარ ამომრჩეველს უნდა შეხვდნენ და გაწეული მუშობის შესახებ ანგარიში წარუდგინონ –შეხვედრის ფორმის დამტკიცების შესახებ დღეს საკრებულოს დეპუტატებმა იმსჯელეს. მათი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრა შესაძლოა 15–ვე წევრმა ერთდროულად გამართოს ანდა სურვილისამებრ თითოეული მათგანი ადგილობრივებს ინდივიდუალურად შეხვედეს. ორივე შემთხვევაში, ანგარიში 10– დღის ვადაში საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს. საკრებულოში აღნიშნულ საკითხს მხარი მხოლოდ ერთმა –,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, ჯიმშერ გოგოლაურმა არ დაუჭირა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დღევანდელ სხდომაზე სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილების შეტანა იყო. სიახლის მიხედვით, შშმ პირი, რომელსაც მომვლელი ესაჭიროება, სპეციალური დოკუმენტის, დანართი #3–ის წარდგენის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობისგან ერთჯერად, 300 ლარიან დახმარებას მიიღებს. გარდა ამისა, ცვლილება შეეხო ჯანდაცვის სფეროსაც. C ჰეპატიტზე გამოკვლევის ღირებულებას ადგილობრივი თვითამმართველობა დაფარავს. დაფინანსება ვრცელდება სარძევე და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზეც. აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მალხაზ გიქოშვილმა, ,,ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ ახალციხეში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარის აჭედვაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე მერის ერთ–ერთი რწმუნებულის შვილიც იმყოფებოდა. აღნიშნული უარყვეს მერიის წარმომადგნლებმა. გიორგი კოპაძის თქმთ, მან აქციის შესახებ არაფერი იცოდა.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 8 საკითხი განიხილეს. სხდომას 15 დეპუატიდან 10 მათგანი დაესწრო. ერთობლივი თანხმობით სხდომაზე მხოლოდ ერთი სოციალური დახმარების გაცემის წესში შეტანილი ცვლილებები დამტკიცდა. დანარჩენ მათგანზე დეპუტატებს სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდათ.
|